Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მიწისძვრა იტალიაში: დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ეძებენ - ფოტოები სტიქიის ზონიდან
ambebi.ge
24 August 2016, 16:23
იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

"ბიბისი"-ს ცნობით, ასეთია იტალიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ოფიციალური მონაცემები.

ამჟამად სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. იტალიის ხელისუფლების ცნობით, ოპერაციაში სამხედროები ჩაერთნენ.

დაათვალიერეთ ფოტოები სტიქიის ზონიდან

როგორც დასავლური მედია იტყობინება, 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა. მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი